|
2020-10-13 20:19:20, 607 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი დავით-გარეჯზე - აუცილებელია საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა
„ნათელია, რომ საქმე სენსიტიურია, აუცილებელია საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა“ , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე პირდაპირ კავშირშია საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან. „საწყის ეტაპზე ვართ, ჯერაც მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ, სხვების მსგავსად, სიფრთხილეს გამოვიჩენ. ცხადია, ეს მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის და ყველასთვის, ნათელია, რომ საქმე სენსიტიურია, მას აქვს საგარეო პოლიტიკური განზომილებაც, რომელსაც ფრთხილი მიდგომა სჭირდება, თუმცა, ის სენსიტიურია საშინაო პოლიტიკის მიმართულებითაც. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, რომ საქმის ზოგად კონტექსტთან და შერჩეულ დროსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რაც გასაგებია, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრში ვიმყოფებით. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობას“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)