|
2015-09-18 20:28:41, 747 ნახვა
სამართალი
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მიიღო. ლაშა მახარაძის დედის ნინო დიდებულიძის განცხადებით, მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და მას ამ გადაწყვეტილების მოლოდინიც ჰქონდა. ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ცნობილია, ოქროპირიძის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გასულია. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 13 სექტემბერს დააკავეს. 9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, მას ახალი ბრალი, ცრუ დასმენისთვის წაუყენეს. ამ ბრალდებაზე ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა. შეგახსენებთ, ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)