|
2015-09-18 19:58:46, 617 ნახვა
სამართალი
სერგო რატიანი: იძებნება უჩა ნანუაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, 3 დღეა სახალხო დამცველს ვერ უკავშირდებიან. რატიანის თქმით, უგულავასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ბოლო დროინდელი მოქმედებებით, სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და სახალხო დამცველმა ამ ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს. „უჩა ნანუაშვილს უკვე სამი დღეა ვერ ვუკავშირდებით. უცნაური სიტუაციაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი, როდესაც სახელწმიფომ ფაქტობრივად ჩაიდინა დანაშაული, ამ დროს სახალხო დამცველი გამქრალია. იძებნება უჩა ნანუაშვილი. ვისაც მიუწვდება ხმა, უთხრას, რომ გამოგვეხმაუროს და გააკეთოს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რატიანმა. ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რიყის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავას მიმართ განაჩენს მოსამართლე 22:00 საათზე გამოაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)