|
2020-10-09 17:23:04, 1001 ნახვა
მსოფლიო
ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა სორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია РИА Новости ავრცელებს. ქვეყნის მეთაურმა ეს გადაწყვეტილება და საგანგებო წესები, იქ შექმნილი რთული სიტუაციის გამო მიიღო. „მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხეშია, მასობრივი აქციები საშიშ ფორმას იღებს“, - აცხადებს ყირგიზეთის პრესცენტრი. მათივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ემსახურება ყირგიზეთის მოსახლეობის სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვას. სორობაი ჟეენბეკოვის გადაწყვეტილებით საგარეო საქმეთა მინისტრი ალმაზბეკ ოროზალიევი დედაქალაქის კომენდანტად დაინიშნა. ბიშკეკში ასევე გამოცხადდა კომენდანტის საათი. მოსახლეობის ზოგიერთი ნაწილისთვის აკრძალულია სახლიდან გამოსვლა. მასობრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანებს ევალებათ წარმოადგინონ პირადი დოკუმენტები. ცნობისთვის, ყირგიზეთის პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე თანამდებობიდან გადადგეს. ქვეყანაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირას ჩატარებული არჩევნების შემდეგ დემონსტრანტებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)