|
2015-09-18 16:29:37, 690 ნახვა
სამართალი
შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მალხაზ გ. და 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები 18 სექტემბერს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, „პროკრედიტ ბანკში“ შეიჭრნენ, ფული წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, გურამიშვილის გამზირზე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბანკიდან წაღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)