|
2020-10-07 19:48:26, 688 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ
„ჩვენი მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ , - ამის შესახებ სააპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დაუშვებელია დავით გარეჯთან დაკავშირებული თემის პოლიტიზირება. „თუკი ვინმეს სურს, რომ ეს საკითხი გადაიტანოს პოლიტიკურ კონტექსტში და ამის პოლიტიზირება მოახდინოს, ამის პოლიტიზირება ეს არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება. შესაბამისად, ამ საკითხის დასმიდან მოყოლებული, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენი ქვეყნის, მის კოლეგა მინისტრს შეხვდა და ამ საკითხზე ისუბრეს, თქვენ ნახეთ როგორი მაღალი დიპლომატიით და მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოხდა ამ საკითხების გაჟღერება. მაქსიმალური სიფრთხილით, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე და ჩვენ ვნახეთ იმავე დღეს თუ როგორ დაიწყეს პოლიტიზირება მთელმა რიგმა პოლიტიკურმა ჯგფებმა, განსაკუთრებით რადიკალურმა ჯგუფებმა. მიიტანეს იერიში საგარეო საქმეთა მინისტრზე, მიაყენეს შეურაცხყოფა, დაიბარეს საქართველოს პარლამენტში. მას მოუწია ამ შეურაცხყოფის ატანა და ამ ყველაფრის მიუხედავად, მას არ გაუსაჯაროვებია დამატებითი დეტალები. ვინაიდან ეს იყო მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომ დაუშვებელია ამ თემით სპეკულირება, დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზირება და ეს საკითხები უნდა წარიმართოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, კეთილმეზობლური, პარტნიორული მიდგომით და სწორედ ამის შედეგად, ჩვენ უნდა დავსვათ საკითხები ამ საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით და ამის შემდგომ ჩვენი ამოცანაა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედება“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)