|
2020-10-07 15:39:47, 521 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: დავით-გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს
საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიება გავლენას ვერ მოახდენს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის დაკავებას გამოეხმაურა. „ეს დაწყებული გამოძიება, ბრალდება და სავარაუდო დანაშაული, რომელიც პროკურატურამ ბრიფინგით გვაცნობა, რასაკვირველია, არის ჩვენი შიდასახელმწიფობრივი, საშინაო საქმე და აქ არ შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ მხარესთან, ვინაიდან ჯერ უნდა გაირკვეს, თუ რა მოხდა ჩვენი კომისიის ფარგლებში, პასუხი უნდა გაეცეს ძალიან მძიმე შეკითხვას, თუ რატომ მოხდა 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მაშინ, როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა - ამას უნდა გაეცეს პასუხი, სანამ ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს დავით გარეჯთან და ჩვენი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ეს არ ეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი. ახლადაღმოჩენილი გარემოებებით და იმ ფაქტებით, რაც დადგინდება გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო შეთანხმებული",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)