|
2020-10-07 15:25:16, 612 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა სოსო გოგაშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას ბიძინა ივანიშვილის მარიონეტულ თამაშებს უწოდებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა სოსო გოგაშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას ბიძინა ივანიშვილის მარიონეტულ თამაშებს უწოდებს. უგულავას თქმით, სოსო გოგაშვილი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო. „სოსო გოგაშვილი ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო, ახლა რომელიმე თავის ბინძურ ტიპს მოიშორებს, გვერდით გაწევს თუ ახლოს მოწევს, ეს არის ივანიშვილის მარიონეტული თამაშები, რომელსაც არსებითად ხალხთან არანაირი საქმე არ აქვს. ამ თამაშებს რომ გადაყვა ხელისუფლება, იმიტომ გაღარიბდა, იმიტომ გვაქვს ეკონომიკა კოლაფსში, იმიტომ ვართ ჭაობზე და ვაქნევთ ხელს და გვგონია, რომ წინ წავალთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჭაობზე ხელების ქნევა ნიშნავს ჩაძირვას, ხალხს ლუკმა-პურის პრობლემები აწუხებს და გოგაშვილი სულ ფეხებზე კიდიათ ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. გოგაშვილი მედიასთან არ საუბრობს წასვლის მიზეზებზე.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)