|
2020-10-07 13:22:15, 520 ნახვა
კომენტარი
პრემიერი საქართველო-ბელარუსის მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარების გამო მოქალაქეების მსგავსად, გულგატეხილია
მესმის გულშემატკივრების გულისტკივილი, მეც მასე ვარ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველო-ბელარუსის მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარების ფაქტს. პრემიერი საარჩევნო კამპანიებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც არ ატარებს ნიღაბს და არ იცავს სოციალურ დისტანციას. „სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი და მართალი ხართ, რომ ხშირად პოლიტიკური პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ ელემენტარული წესები, პოლიტიკოსები სხვებისთვის მაგალითი უნდა იყვნენ, პირბადის ტარების და დისტნციის დაცვის ნაწილში, ზოგიერთი პირიქით აკეთებს ამას, გამაღიზიანებლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოქალაქეები ამას არჩევნების დღეს შეაფასებენ. მთავარია ამან ეპიდემმიოლოგიურად არ გაგვირთულოს სიტუაცია. გეთახმებით, რომ 200 ადამიანზე მეტი, ეს შეზღუდვა არსებობს, მათ შორის ღია სივრცეში, აუცილებლად დისტანცია და პირბადე უნდა იყოს დაცული, 16 000 ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა ღია იყოს თუნდაც, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, მე მესმის მათი გულგატეხილობა, მეც მასე ვარ, თქვენ ხო დარწუნებული ხართ, რომ ამ თამაშზე მეც ვიქნებოდი მათთან ერთად, მაგრამ სამწუხარო რეალობაა. ჩვენი ფეხბურთელების და მოთამაშეების მოტივაცია გამარჯვების, უფრო მეტი იქნება, როდესაც ამხელა ენერგიაა დაგროვილი, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამ ენერგიას იგრძნობს“, - განაცხადა პრემიერმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)