|
2020-10-07 08:45:05, 1129 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის გენპროკურატურა: სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა - სომხეთი ინფორმაციას უარყოფს
სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტი იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. “გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის თანახმად, 2020 წლის 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იერიში მიიტანეს რეგიონში ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიჰანმა რაკეტები ესროლა მილსადენის ნაწილს, რომელიც ევლახის რეგიონში გადიოდა, ტერორისტული მცდელობა ჩვენმა არმიამ თავიდან აიცილა“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა გააკეთა. „სომხეთმა კასეტური რაკეტა გაისროლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ. ბომბი მილსადენისგან 10 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. მილსადენი არ დაზიანებულა. ეს არის სომხეთის შეტევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ - განაცხადა ჰაჯიევმა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აღნიშნულ იფორმციას. „აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, უტიფარი ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს ჩვენ სამიზნეს“, - წერს ოვანისიანი.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)