|
2020-10-05 16:05:47, 671 ნახვა
კომენტარი
მიქაბაძე - მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგშია აღიარებული
მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" ახალი კვლევის თანახმად, საქართველო, „კორუფციის კონტროლის" რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველო აღნიშნულ ოცეულში უკვე მესამე წელია, სახელდება და სარეიტინგო ქულებით უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას, მათ შორის, ესპანეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, იტალიას და ხორვატიას. ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი უპირობო ლიდერია რეგიონში. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" ანგარიში ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას და მათ მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა რეიტინგებს. ასევე მონაცემების წყაროა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებული მოსაზრებები და შეფასებები. „სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ და სხვა ინდიკატორებში მიღებული წარმატებული შეფასება, რადგან ის ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებეული რეფორმები არაერთ ავტორიტეტული კვლევასა და რეიტინგშია აღიარებული“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)