|
2015-09-18 10:22:13, 669 ნახვა
სამართალი
შსს-მ ოზურგეთში თანასოფლელისთვის თხილის მოპარვის გამო, ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ირაკლი ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, თანასოფლელი მელქის ს-ს ღია აივნიდან ტომრებში დაფასოებული 40 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში თხილის ჩამბარებელ პუნქტში 170 ლარად ჩააბარა და მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ირაკლი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)