|
2020-10-03 13:12:07, 981 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ბუბა კიკაბიძე არის კარგი გაგებით პოლიტიკოსი
ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ბუბა კიკაბიძე არის კარგი გაგებით პოლიტიკოსი. „ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა. ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის – ეს მათი საყვარელი ხელწერაა! ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია. ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)