|
2015-09-17 22:50:00, 813 ნახვა
სამართალი
უგულავას საქმეზე სასამართლო კოლეგია სათათბიროდ გავიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, ადვოკატების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო კოლეგია სათათბიროდ გავიდა. პროცესის განახლებამდე, პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაწყვეტილების გასაცნობად ორ საათიანი გონივრული ვადა ჰქონდათ მიცემული, თუმცა როგორც სასამართლოს სხდომის განახლების შემდეგ პროკურორებმა აღნიშნეს, ორი საათი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად დრო არასაკმარისი აღმოჩნდა. პროკურორებმა გადაწყვეტილების სრულად გაცნობა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის შესახებ მსჯელობა 22:00 საათზე განაახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)