|
2020-10-01 13:52:03, 610 ნახვა
სამართალი
რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურამ ქ.რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვანი გოგონას გარდაცვალება გამოიწვია, გ.დ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, ქ. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა გ.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და თავისივე სამოძრაო ზოლში შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.ბ.-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ გ.დ.-ს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)