|
2020-09-30 16:31:34, 750 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი თურქული მრავალფუნქციური გამანადგურებლის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტოს ავრცელებს
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების "სუ-25"-ის თვითმფრინავის ფოტომასალას, რომელიც მათი ვერსიით თურქეთის ავიაგამანადგურებლის, "F-16"-ით იყო ჩამოგდებული, - აღნიშნული ინფორმაცია "ტელეგრამზე" გავრცელდა. ამასთანავე, როგორც სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, დაღუპული პილოტი იყო მაიორი ვალერი დაელინი. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ „ეს არ არის თურქული ძალების პირველი პროვოკაცია“. „27 სექტემბერს ამავე მონაკვეთზე სომხეთი-აზებაიჯანის საზღარზე თურქულმა თვითმფრინავმა "F-16" დაარღვია სომხეთის საჰაერო საზღვარი და მიაყენა სარაკეტო დარტყმა ვარდენისის რაიონს“, - წერია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა სომხური თვითმფრინავი ჩამოაგდო. აღნიშნული ფაქტი, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინიმ უარყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)