|
2020-09-29 10:45:47, 785 ნახვა
რეგიონი
სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც რეგიონში ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის მერები, დაავადებათა კონტროლის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოხდა რეგიონში არსებული ეპიდ-ვითარების გაცნობა. გაიცა რეკომენდაციები ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დადგენილი წესების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ. გაიცა დავალება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეტად გააქტიურდნენ მერის წარმომადგენლები და სოფლის ექიმებთან ერთად განახორციელონ მოკვლევა ინფიცირებულთა საეჭვო კონტაქტებისა და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)