|
2015-09-17 12:13:56, 794 ნახვა
სამართალი
„იმედის“ საქმეზე მოსამართლემ გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა, დღესვე მიიღოს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. სხდომაზე ადვოკატი დასკვნითი სიტყვით წარსდგება. ასევე სიტყვით გამოსვლას გეგმავს თავად ბრალდებული გიგი უგულავაც. შესაძლოა მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღოს. საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გიგი უგულავას ოჯახის წევრები და ახლობლები. როგორც უგულავას მეუღლემ ლელა კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრეზიდენტს და სახალხო დამცველს მოუწოდა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)