21:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 12:00:09, 1322 ნახვა

ომი უკრაინაში
უსიმპტომო პირები, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებიდან მე-12 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უსიმპტომო პირები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირებიდან 12 დღე გაუვათ, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან.

მისი თქმით, აღნიშნული პირები ვირუსზე ხელახალ ტესტირებას აღარ ჩაიტარებენ.

„დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დააავდებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები რამდენიმე ხანია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, რომ დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებული სტატუსის მინიჭებას. პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა მე-12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას ტესტირების განმეორებით ჩატარების გარეშე.

შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტებიც მე-14ე, მე-15 დღიდან, თუ სამი დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics