|
2020-09-25 12:38:54, 611 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე სამადაშვილის განცხადებაზე - შანტაჟის ენით საუბარი არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ენმ-ის ამომრჩევლისთვის ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა. კაპანაძის თქმით, ამგვარი შანტაჟის ენით საუბარი, დაყვედრება და დამადლება, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი. ამასთან, კაპანაძემ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე და არა კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებსა და წამოძახებებზე. „არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ყველა ასეთ გამოხტომაზე თუ კომენტარზე რეაგირება, ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ ცვლილებები, როგორ შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება და როგორ მოხდეს ისე, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია გაიმარჯვონ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, განსაკუთრებით შეთანხმებულმა კანდიდატებმა, ისე, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მიიღონ რაც შეიძლება მეტი ხმა. ასეთი დამოკიდებულება, როდესაც მუდმივად მიდის დამადლება შეთანხმებაზე, შატნაჟის ენით საუბარი, არ არის ჯამში პროდუქტიული და არ ეხმარება საერთო მიზანს, ამიტომ მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადების კომენტირებისაგან, უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, რომ აქცენტი გააკეთონ თავიანთ გეგმებზე. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, რა გეგმაც გვაქვს, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და მერე გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ სიდუხჭირიდან, იმაზე გვინდა ლაპარაკი და არა იმაზე, თუ კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, რომელიღაც სხვა პოლიტიკოსს რა გააყვედრა, რა წამოაძახა ან რა დააყვედრა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს მიმართოს და ბოდიში მოუხადოს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს ამომრჩევლების ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არაა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)