|
2020-09-25 10:17:43, 750 ნახვა
მსოფლიო
„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომელთა სამიზნეს საქართველოც წარმოადგენდა
კომპანია „ფეისბუქმა“ სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მათ ყალბი ანგარიშების სამი ქსელი წაშალეს, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო წარმოადგენდა. მათივე განცხადებით, უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ 34 ანგარიში. საერთო ჯამში ფეისბუქმა 300-მდე ექაუნთი დაბლოკა, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთში იყვნენ წარმოშობილი და სირიასა და უკრაინაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ასევე მათი მეშვეობით ვრცელდებოდა დეზინფორმაცია საქართველოზე, თურქეთზე, სომხეთზე და სხვა ქვეყნებზე. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)