|
2020-09-21 14:26:11, 677 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი
აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში არსებული ეპიდ-სიტუაცია. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 24 საათიან რეჟიმში ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართავს პანდემიის გავრცელების რისკებს. ,,მინდა აღვნიშნო, რომ არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და მნიშვნელოვანია ყველა არსებული წესის დაცვა, რაც მოგვცემს საშუალებას საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება, ლაბორატორიული ნიმუშების აღება, რაც გვაძლევს საშუალებას გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტურად" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რეგიონში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ტესტირება. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება 4000-მდე ლაბორატორიული ნიმუშის აღება და დამუშავება. გაფართოვდა კლინიკების რაოდენობა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება და მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)