|
2020-09-21 14:01:26, 730 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანტონი - როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ მასთანაც ვიქნებით
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ისინი მათთანაც იქნებიან. მეუფემ განმარტა, რომ ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს. „როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. ყველა თაობაში, ეკლესია ყოველთვის უჭერს არსებულ ხელისუფლებას მხარს. ვისაც კი თბილი დამოკიდებულება ექნება ეკლესიასთან, აუცილებლად გავხდებით მათი მხარდამჭერები“, - ამბობს მეუფე ანტონი. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ პარტიულ შეკრებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრნენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)