|
2020-09-19 13:25:36, 938 ნახვა
კომენტარი
თამაზ მეჭიაური - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან ინტერესდებოდნენ სად დავდიოდი, შესაძლოა, ბიჭზე ზეწოლას ახდენდნენ
ძალიან ინტერესდებოდნენ სად დავდიოდი და ეს ბიჭი არ ეუბნებოდა, - ასე ეხმაურება თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გიორგი ხუმარაშვილის საქმეს, რომელმაც გუშინ მასზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მეჭიაურის თქმით, შესაძლოა ბიჭზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა ხელისუფლებისთვის მის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდებინა. „გუშინ დილამდე არანიარ ვერსიას არ განვიხილავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც დედამისმა კატეგორიულად თქვა ალბათ, რაღაც ინფორმაციას ფლობს. ჩემთან არის დაახლოებით წელიწად ნახევარი. პირადად მას არ უთქვამს, როგორც დედამისი ამბობს, რომ ვუთხარი რატომ არ მეუბნებოდა თუ რამე ჰქონდა? ახლა არჩევნების შემდეგ ვეტყვი. ძალიან ინტერესდებოდნენ სად დავდიოდი და ეს ბიჭი უკვე აღარ ეუბნებოდა. ეს არის ის, რაც დედამისისგან ვიცი. ღმერთმა ქნას ბიჭი გადარჩეს და ალბათ თვითონ იტყვის ყველაფერს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ცნობისთვის, ოჯახის განცხადებით, 23 წლის ბიჭზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა ხელისუფლებისთვის თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდებინა. მათი თქმით, მეჭიაურის მძღოლს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას შალვა კერესელიძე და ზურაბ ბექაური აიძულებდნენ. 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)