|
2020-09-19 12:34:37, 1212 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დასრულებასთან დაკავშირებით სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ. IV მექანიზებული ბრიგადის სტადიონზე მუსიკის თანხლებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბარბექიუ მოეწყო. კონცერტი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გახსნა და სამ საათს გაგრძელდა. კონცერტზე საკუთარი რეპერტუარიდან მომღერლებმა, ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება დიჯეი რემბოს მუსიკალური გაფორმებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე საქართველოს და 4 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის პრევენციის მიზნით, ვაზიანში სრული წესების დაცვით იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)