16:51 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 13:55:53, 781 ნახვა

კომენტარი
თურნავა კანდელაკს: დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ამომრჩეველს ჩამოგიყვათ და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "ევროპული საქართველოს" წევრს, გიორგი კანდელაკს.

მანამდე, გიორგი კანდელაკმა გიორგი კანდელაკმა მიმართა ეკონომიკის მინისტრს კითხვით, რატომ არ უხსნის საზღვარს საქართველო საბერძნეთს, სადაც ბევრად უფრო კარგი ეპიდვითარებაა და გამოთქვა ეჭვი, რომ აღნიშნული არჩევნებს უკავშირდება, რადგან საბერძნეთში დიდი ქართული დიასპორაა.

„ის პოლიტიკური მოტივი, ბატონო გიორგი, რაც თქვენ დაასახელეთ, თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით ჩამოსვლაში, ეს რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს ის, აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკონსულოებსა და საელჩოებში.

და მეორე, მესმის თქვენი სუფთად პოლიტიკური მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და აი, საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ ამ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, ნუ წუხართ ამაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics