|
2020-09-17 16:14:14, 1008 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს და სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდაჭერას უცხადებს
ევროპარლამენტი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს, - ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში რეზოლუციის შესაბამის შეთანხმებულ ტექსტში. 17 სექტემბრის სესიაზე დეპუტატებმა მოითხოვეს ევროკავშირისგან, მიიღოს სანქციები ბელარუსისა და რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს უჭერენ მხარს. „ეევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღონ ეფექტური სანქციები ყველა იმ ბელარუსის მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავე არიან არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში. ამასთანავე, შეისწავლონ ყველა ის რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დადანაშაულებულნი არიან ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდაჭერაში“, - წერია რეზოლუციის ტექსტში. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს მინსკს მარია კოლესნიკოვა და სხვა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას და საკოორდინაციო საბჭოს. რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა 574 ხმით 37 წინააღმდეგ მიიღეს, 82 კანონმდებელმა კი თავი შეიკავა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)