|
2020-09-16 18:13:13, 906 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი სააკაშვილზე - სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა ურიგო არ იქნებოდა, იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის
მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეომიმართვას. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი ფანტაზიის მიღმაა დარჩენილი. „უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუ რამე ფანტაზია არსებობდა, ახლა იმ ფანტაზიის მიღმაა. მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან – ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებს. რასაც კადრულობს და ცდილობს, მოატყუოს, ამას არ მიიღებს ხალხი. ასე რომ დროა, სამედიცინო კონსულტაციისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ქართველ ფერმერებს კომპენსაციის სახით დამატებით 80-თეთრს ჰპირდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)