|
2020-09-16 16:15:07, 793 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ გორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ქალაქ გორში შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თ.თ.-ს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, პროკურატურა თ.თ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, გორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ.თ.-მ გ.ბ-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თ.თ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა თ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა თ.თ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)