|
2015-09-15 13:33:55, 884 ნახვა
სამართალი
პაატა ზაქარეიშვილის უწყების ვებგვერდი გატეხეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული. „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შედეგად ვებგვერდი მიუწვდომელი დღეს, 1:00 საათისთვის გახდა. Smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ტერორისტული შინაარსის ტექსტი და ფოტოები. ამჟამად აპარატის ვებგვერდი დაბლოკილია, facebook გვერდი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. ცნობისთვის, ეს აპარატის ვებგვერდზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოსაც მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)