|
2020-09-15 12:55:30, 865 ნახვა
კომენტარი
კახა კუჭავა ევროპარლამენტის ანგარიშზე - ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები როგორმე ნეგატიურში გაიყვანო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. მისი თქმით, ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რათა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო 8 მარტის ისტორიულ შეთანხებაში. „ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები და ანგარიში როგორმე ნეგატიურში გაიყვანო, ამას მიუთითებს ის განცხადებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განახორიციელა საქართველოს ხელისუფლებამ, რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ქვეყანამ ამ გზაზე გაიარა. რაც ყველაზე მთავარი იყო, საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილები, რომელიც მივიღეთ. გიორგი რურუაზე იყო ერთადერთი კომენტარი გაკეთებული. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ მიესალმებიან გადადგმულ ნაბიჯს და წუხილს გამოთქვამენ, რათა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო იმ ისტორიულ შეთანხებაში, რომელიც საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)