|
2020-09-15 12:02:31, 983 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი - ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთა საუბრისას აღნიშნა, შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმეები გამოძიებას მცდარ ინფორმაციას აწვდიან. „რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტებს, ზოგადად, შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე საუბარია ამირხანაშვილთან მიმართებაშიც, მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმეტი არის კანონის დარღვევით მოპოვებული. ასევე, ამირხანაშვილის, ბრეგვაძის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტზეა საუბარი და არის დაუშვებელი მტკიცებულებები. შემიძლია ვთქვა, რომ გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, კოკო ღიბრაძე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან და ისინი ჩვენი შეფასებით ცრუ მოწმეები არიან“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)