|
2020-09-14 15:36:42, 1726 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება
ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. როგორც კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრა 2 საათზეა ჩანიშნული და უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება. ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ეს პირველი ვიზიტია, რაც საპრეზიტენტო არჩევნებზე, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა. მანამდე, კრემლმა გაავრელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა დახურული იქნება. პრეზიდენტები ერთი-ერთზე განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ამასთანავე, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ მსხვილ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და კულტურულ პროექტებზე. ალექსანდრ ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ შეხვედრის დროს მოახერხებს ყველა იმ თემის განხილვას, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)