|
2020-09-12 18:42:59, 3680 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში კიდევ ერთი აქცია დაშალეს, დაკავებულია ქალები და მოხუცები
მინსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, სადაც ლუკაშენკოს მართველობა მოხუცებმა და ქალებმა გააპროტესტეს. აქციას სხვა მომიტინგეებიც შეუერთდნენ და მსვლელობა ქალაქის ცენტრისკენ გააგრძელეს. "მე ვსეირნობ!" - ასე ერთხმად უპასუხეს მომიტინგეებმა სამართალდამცავების მოწოდებას, რომ დაშლილიყვნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ უწევენ წინააღმდეგობას აქციის მონაწილეები პოლიციას, რომელიც მათ დაკავებას ცდილობს. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით ქალები და მოხუცები დააკავეს, რომელთა შორისაც 73 წლის აქტივისტი, ნინა ბაგინსკაია მოხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)