|
2020-09-09 13:38:36, 4482 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. „ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია გაუჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილს. შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს გამოყოფილი თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწო ჯარიმების გამოწერა, ჩართულია სპეციალური ვიდეოკამერები, ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დარღვევა პოლიციელის გარეშე ფიქსირდება. რა თქმა უნდა, დაჯარიმებული მოქალაქეები ოფიციალურს შეტყობინებას მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირზე დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი ვიდეოკადრებიც წარმოადგინა და მოქალაქეებს მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა. „ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოძრაობის წესები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)