|
2020-09-08 12:55:54, 5353 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა აჩვენებს, რომ ინვესტორები მოგებას ქვეყანაში ტოვებენ და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან
„ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებს არა თუ გააქვთ მოგება, რომელსაც საქართველოში იღებენ, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. „საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული. რეინვესტირების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 63.5 პროცენტით გაიზარდა და 144.7 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა. „თუ შევხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას, სჭარბობს რეინვესტიციები. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდის არა მხოლოდ ახალი ინვესტიციები, არამედ უკვე არსებული ინვესტორები იმდენად ენდობიან საქართველოს ეკონომიკას და მის მომავალს, რომ აფართოებენ თავის წარმოებას და მოგება, რომელსაც იღებენ საქართველოში არა თუ არ გააქვთ ქვეყნიდან, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)