15:11 - 20 Aug, 2026
|
2020-09-06 15:28:11, 5252 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის მთავრობამ 200 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა, ქვეყანა ძლიერ ტაიფუნს ელოდება
BBC-ს ინფორმაციით, ტერიტორიებიდან, სადაც სტიქია ქვეყანას ყველაზე ძლიერად დაატყდება თავს, 200 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. სტიქიას ჰაიშენში ელოდებიან, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მნიშნელოვნად გაძლიერდება, ორშაბათს კი ტაიფუნი სამხრეთ კორეაში გადაინაცვლებს. მოსალოდნელი სტიქიის გამო იაპონიის მთავრობამ საგანგებო სხდომა გამართა, სადაც მოსახლეობას მოუწოდეს თავი სკოლებსა და საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებში მოწყობილ თავშესაფრებს მიმართონ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი ტაიფუნს თავს სასტუმროებში აფარებს, რადგან გადატვირთულ თავშესაფრებში კორონავირუსის გავრცელება აირიდონ თავიდან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)