|
2020-09-03 13:55:17, 5497 ნახვა
კომენტარი
თურნავა - სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების" წყალობით პოლიტიკაში მოსული ადამიანები დღეს ტალახს ესვრიან პარტიას და მის ლიდერს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების“ წყალობით პოლიტიკაში მოსული ადამიანები დღეს ტალახს ესვრიან პარტიას და მის ლიდერს. „ძალიან სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, სამარცხვინოც, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში, ამ პარლამენტში მოსულები არიან „ქართული ოცნების" მაღალი რეიტინგის წყალობითა და დამსახურებით, დღეს პოლიტიკაში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან „ქართულ ოცნებას", მის ლიდერს, რადგან ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს. ჟღერადი სახელებისა და გვარების, მათ შორის უჩა მამაცაშვილის დასახელება, ემსახურება ალბათ მხოლოდ იმას, რომ საკუთარი სახელი და გვარი გააცნონ საზოგადოებას, რომელიც ბევრ მათგანს ალბათ არც იცნობს“, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც აზერბაიჯანიდან დენის იმპორტსა და შუამავალ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. ნათია თურნავას თქმით, გარკვეული პოლიტიკოსების მიერ ამ საკითხთან კონტექსტში უჩა მამაცაშვილის დასახელებას, სრულიად უსაფუძვლოა. „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პიროვნებას, ვინც მის სახელს და გვარს აჟღერებს, მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს - შეიძინოს იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები. არანაირი დოკუმენტური დასაბუთება იმის, რომ უჩა მამაცაშვილი რამე კავშირშია ენერგეტიკაში არსებულ საკითხებთან და დენის იმპორტთან, არ გააჩნიათ და ეს ისევ და ისევ ემსახურება იმას, რომ სხვაზე ტალახის სროლით თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა შეიძინონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის უღირსი საქციელი და თავად ამოითხვრებიან ამავე ტალახში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)