19:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 16:03:41, 5163 ნახვა

კომენტარი
ირაკლი აბესაძე - სახელისუფლებო ორგანოები საზოგადოების სამსახურში ყოფნის ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული

სახელისუფლებო ორგანოები, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების სამსახურში იყვენ, ასრულებენ პარტიულ დავალებებს და პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული , - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით.

აბესაძის თქმით, პოლიცია, სახელმწიფო და მერიის ადმინისტრაცია უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და უნდა ზრუნავდეს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას.

„საოცარია, რომ ათასი პროლემის პირისპირ  მყოფი ხელისუფლება და აბსოლუტურად ურეიტინგო სახელისუფლებო პარტია, ფლანგავს დროს და იცლის, რომ დევნოს პლაკატები და კვლავ გააჟღეროს მუქარები  პოლიტიკური ოპონენტების დაჯარიმების შესახებ. ერთხელ უკვე ვნახეთ თუ როგორ გაიფლანგა ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, მერიის წარმომადგენლები კონსტიტუციის უხეში დარღვევით და მხოლოდ პარტიული ამოცანის შესრულების მიზნით დასდევდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებს და აჯარიმებდნენ. სწორედ ეს არის, რისი შეცვლაც სურს „ევროპულ საქართველოს“ ევროპული კოალიციის ფარგლებში არჩევნების დასრულების თანავე. პოლიცია, სახელმწიფო და მერიის ადმინისტრაცია უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და უნდა ზრუნავდეს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას და არ უნდა იყოს დაკავებული პარტიული დავალებების შესრულებით, პარტიული დევნით და პოლიტიკური ოპონენტების აქტივისტების დაჭერით“,  - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics