19:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 13:07:05, 5165 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე „ოცნების“ კანონპროექტზე - არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა, სამი დღით ჩასვით ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე ძალადობდნენ

არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა, სამი დღით ჩასვით ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ინიციატივა წინასაარჩევნო იაფფასიანი პროპაგანდისტული კანონპროექტია.

„ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი კანონპროექტი გვეუბნება, რომ ჩვენი მოძალადე „ზონდერები“ და არჩევნების გამყალბებლები მოდით დავსაჯოთ 3-წლიანი პატიმრობით, ნაცვლად 2 წლისა. არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა. სამი დღით ჩასვით სადაც არის საჭირო, ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ. ეწეოდნენ მოსყიდვას, დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თურმე ახლა გაახსენდათ, რომ სამწლიანი პატიმრობა ყოფილა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი. ეს არის წინასაარჩევნო იაფფასიანი პროპაგანდისტული კანონპროექტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics