15:10 - 20 Aug, 2026
|
2020-09-01 22:38:17, 3773 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - ჩინეთი ბირთვული არსენალის გაორმაგებას აპირებს
"ჩინეთი ბირთვული არსენალის გაორმაგებას აპირებს" , - ამის შესახებ პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ. ამის შესახებ ინფორმაცია "ესოშიეთიდ პრესა" ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ბირთვული ძალების გაფართოება ემსახურება მიზანს, რომ 2049 წლისთვის პეკინმა გაუსწროს აშშ-ის, როგორც დომინანტმა ძალამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. „ჩინეთის ბირთვული ძალები მნიშვნელოვნად განვითარდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, რამდენადაც ის მოდერნიზაციას ახდენს და ზრდის საკუთარი საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბაზირების ბირთვული მიწოდების პლატფორმების რიცხვს. დაგეგმილია, რომ მომავალ ათწლეულში ჩინეთის ბირთვული ქობინების მარაგი, რომელიც ამჟამად 200-ზე ნაკლებია, მინიმუმ გაორმაგდება“, - ვკითხულობთ მოხსენებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)