15:10 - 20 Aug, 2026
|
2020-09-01 20:22:07, 4576 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები - ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაკავებულების წამება
„ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაკავებულების წამება“ , - ამ სათაურით აქვეყნებენ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები. ექსპერტებმა ასევე მოუწოდეს ბელარუსის მთავრობას, რომ დაკავებულების რეგისტრაცია და ოჯახებისთვის მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაიწყონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ამ ეტაპისთვის წამებისა და არადამიანური მოპყრობის 450 ფაქტი არის ცნობილი. გაერო ასევე აქვეყნებს მონაცემებსაც, მათი ინფორმაციით, ბელარუსში 6 700-მდე პირი დააკავეს, ასევე 29 აგვისტოს ბელარუსის მთავრობამ 17-მდე ჟურნალისტს შეუჩერა აკრედიტაცია, რომელთა უმრავლესობა უცხოურ მედიასთან თანამშრომლობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)