15:10 - 20 Aug, 2026
|
2020-09-01 16:47:07, 3686 ნახვა
მსოფლიო
ტიხანოვსკაია - ქვეყანაში პირველ რიგში მოქალაქეთა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს
„ქვეყანაში პირველ რიგში მოქალაქეთა მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს“ , - ამის შესახებ სვეტლანა ტიხანოვსკაიმ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება არ არის საფინალო ნაბიჯი და ერთიანობა არჩევნების შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს. „ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა მოთხოვნა და შემდეგ კი რეფორმები, რომელთა გატარებაც მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად არის შესაძლებელი. ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შემდეგ, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და შევქმნათ ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელშიც ყველა დაინტერესებული პარტია და მოქალაქე შევა. ეს დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას განვითარებაში“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)