15:10 - 20 Aug, 2026
|
2020-09-01 16:30:49, 3505 ნახვა
მსოფლიო
მინსკში სპეცრაზმმა სტუდენტების აქცია დაშალა - დაკავებულია 20-მდე სტუდენტი
მინსკის ცენტრში სტუდენტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაშალა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, აქციაზე 200-მდე სტუდენტი იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა აქცია დაარბიეს და 20-მდე სტუდენტი დააკავეს. სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყეს და მინსკის ცენტრისკენ გაემართნენ, როდესაც „გამარჯვების მოედანს“ მიუახლოვდნენ, მათ სპეცრაზმელებმა გზა გადაუღობეს და დაკავებები დაიწყეს. ამ დროისთვის „გამარჯვების მოედნის“ მეტროსადგურის შესასვლელი და გამოსასვლელი ჩაკეტილია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)