|
2020-09-01 13:33:34, 5565 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა" ყველა კითხვას გასცა პასუხი
სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა“ ალბათ ყველა კითხვას გასცა პასუხი, ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტის პლენარულს სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი მკაფიოდ ახდენს დანაშაულის და შეცდომის გამიჯვნას და ასე უნდა მოხდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. მათიკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს მიბაძონ თავიანთ ლიდერს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. „მე მინდა მივმართო სააკაშვილის პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ალბათ უკვე ყველა კითხვას გაეცა კოლეგებო პასუხი. თქვენ თვითონ ძალიან კარგად ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ეს ნიანგის ცრემლები და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ქართველ ხალხს ის ვეღარ მოატყუებს. და ხომ არ მიბაძავდით მას კოლეგებო და იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და საზოგადოებას მოუხდით ბოდიშს. ეს თქვენ პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებთ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის ჩამონათვალის იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და ისჯება ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული ძალიან კარგად რა არის დანაშაული და რა არის გადაცდომა. მოდით ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ. შეცდომა არ არის ადამიანების მოკვლა, ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მათი მფლობელებისთვის, შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის და საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ჩაბარება ოკუპანტებისთვის. ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველამ, მისმა ჩამდენმა უნდა აგოს პასუხი ძალიან მკაცრად“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)