|
2020-09-01 11:41:11, 5535 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე - როგორც იქნა, ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები
როგორც იქნა ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხაილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც ის ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სააკაშვილმა შეცდომები უწოდა იმას, რაც სინამდვილეში მძიმე დანაშაულებად ითვლება და რომელზეც განაჩენია დამდგარი. „როგორც იქნა ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები. ბოლო წლების განმავლობააში, რაც ის ხელისუფლებაში აღარ არის, მან პირველად გაბედა და გამოიყენა ფრაზა უმძიმესი შეცდომები. ის, რასაც აქამდე უბრალოდ შეცდომებს არქმევდნენ და ის, რაც სინამდვილეში არის ძალიან მძიმე დანაშაულები, რომლებზეც განაჩენია დამდგარი და რომლებიც სასამართლოს მიერ განაჩენითაა დადასტურებული. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაგალითად „ნაცმოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ჩაიდინა ღალატი, როდესაც დააბრალა ქართულ სამხედროებს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ ომის დაწყება ეს აღიარა იმ დღეს თავის ვიდეოკლიპში მიხეილ სააკაშვილმა. ის აღიარა, რომ მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა ამ ქვეყანაში და წლების შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ 34-დან 30%-მდე შემცირებულა სიღარიბე; თურმე განვითარება ყოფილა ფასადური; თურმე ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე, რომლებიც იმდენად გააპიარეს მოჩვენებითი წარმატებისთვის, მაგრამ დროებით შეუქმნეს მოსახლეობას ილუზია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)