|
2020-08-31 15:22:11, 5903 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - კობახიძეს და მდინარაძეს ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონიათ, მათი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ დგას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს ინფიცირებულ პირთან შეხება არ ჰქონიათ, რის გამოც მათი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ დამდგარა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონმდებლობით თვითიზოლაციაში გადასვლას ექვემდებარება ის პირი, ვინც იყო უშუალოდ შემხებლობაში ინფიცირებულთან ან შესაძლო ინფიცირებულთან. „შემხებლობაში თუ ვინმე იყო, რა თქმა უნდა, გადავა თვითოზლლაციაში, მაგრამ რადგან ბატონი არჩილ თალაკვაძე იყო შემხებლობაში მისი დაცვის წევრთან, ამიტომაც არის თვითიზოლაციაში. პარლამენტის თავმჯდომარე არის ნიმუში და მაგალითი მაღალი პასუხისმგებლობის. ბატონი მამუკა და ბატონი ირაკლი რომ ყოფილიყვნენ შემხებლობაში, ისინი რა თქმა უნდა არ გაურბიან მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმყოფებოდა შემხებლობაში, როგორც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი, გადავა ან უკვე გადასულია თვითიზოლაციაში. ჩვენთვის რა თქმა უნდა, უმთავრესია კანონის დაცვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)