|
2020-08-31 13:36:20, 8756 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მყარ საფუძველს წარმოადგენს; საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივი, ისე სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს, ასევე სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ ელჩს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)