|
2020-08-31 12:55:11, 4602 ნახვა
კომენტარი
თურნავა - საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგების უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება იმის ინდიკატორია, რომ გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, S&P-მა განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა პერსპექტივა „სტაბილური" და ეს მაშინ, როცა პანდემიის გლობალური გამოწვევის ფონზე, წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას. „S&P-ის, მანამდე კიდევ ერთი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვა იმის ინდიკატორია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ ძალიან დაბალი, მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა არის გადახდისუნარიანი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის სწორი, ეფექტური და დაბალანსებული. დაბალანსებული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი ოქროს შუალედი ანტიპანდემიურ შემზღუდავ ღონისძიებებსა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ კარგად გამოგვივიდა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივები არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)