|
2020-08-31 01:30:49, 6333 ნახვა
მსოფლიო
გაიქეცი სანია გაიქეცი, - ლუკაშენკოს წინააღმდეკ კვლავ მრავალათასიანი აქცია გაიმართა - ფოტო
ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ბელარუსის პრეზიდენტის სასახლესთან შეკრიბა. მოქალაქეები სკანდირებენ – წადი!. "გაიქეცი სანია გაიქეცი" ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარი. ასევე სპეცტექნიკა. მოგვიანებით, დღეს მინსკში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების რიცხვი 140-მდე გაიზარდა. როგორც უწყების პრესმდივანმა, ოლგა ჩემოდანოვამ აღნიშნა, მონაცემები საბოლოო არ არის და სამინისტრო დაკავებულების სრულ სიას დილით გაასაჯაროვებს. დაკავებულებს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობას ედავებიან. ლუკაშენკო პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კვლავ ავტომატით გამოჩნდა. ფოტოს "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ფოტო მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მიაწოდა, კითხვის პასუხად, თუ სად იყო ლუკაშენკო და ადევნებდა თუ არა ის თვალს მინსკში მიმდინარე მოვლენებს. მოგვიანებით გაკეთებული განმარტების მიხედვით, ფოტო, დაახლოებით, 16:00 საათზეა გადაღებული, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)